დელი

აუ ქაოსი და ქაოსი. ხო, ესა არის ის ასოციაცია, რომელიც პირველი მომდის.

მოსახლეობა – 25 მილიონი. ხო, რიცხვი დიდია, მაგრამ რომ ნახავ.. ნახავ!

ქალაქი რა თქმა უნდა დიდია. არის ყველა ფენა, უდიდესი კულტურული ფასეულობები, ღარიბი და მდიდარი უბნები. მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანდება ძალიან გადატვირთულ, სუნიან, ბუღიან, ხმაურიან, ცხელ საცობში. საცობში როგორც ყველანაირი ჯიშის ტრანსპორტის (დაწყებული ხარ შებმული ურმინდან დამთავრებული მერსედესის სპორტ ქარით) ასევე ხალხის. ტროტუარებზე მეტი ხალხი ცხოვრობს მემგონი, ვიდრე მთელს თბილისში (და თან ცხოვრობს – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით: რეცხავს, მეცადინეობს, საჭმელს აკეთებს, ძინავს, თამაშობს..). ყველა ყველას უსიგნალებს და უბედური ხმაურია. ტრანსპორტისგან ბუღი დგას და სუნთქვა ჭირს. პირ აკრულები დავიოდით პერიოდულად.

ქუჩაში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები გეკიდებიან. არ გშორდებიან გამოკითხვებით – საიდან ხარ, როგორ, რამდენი ხნით და ძალიან მოწადინებულია რომ ინდოეთი კარგად დაათვალიერო. ასევე გულისხმიერად გაფრთხილებს, რომ უმრავლესობა ინდოელი ვისაც შეხვდები – თაღლითია.. ამავდროულად კი მიყავხარ რაღაც ტურისტულ სააგენტოში, სადაც გაყიდვების აღმასრულებელი მთელი ძალებით „გეჩალიჩება“ რაიმე ტური მოგყიდოს ან მატარებლის ბილეთი მაინც და თუ პლანსაც არ ეწევი, ახალ ჩასულს სიმ კარტა ხომ უეჭველი გჭირდება… და ასეთები ბევრია, და ყველა ქუჩის კუთხეში გეკიდება. იგერიებ ბუზებივით. სხვა გზა არ არის. ერთი-ორჯერ ხმის აწევაც კი დამჭირდა.. შეგხვდებიან ასევე „ყურის მზმენდავები“, რომელც რაღაც გრძელი ჩხირით კუთხიდან მოგეპარება, შენს ყურისკენ წინასწარ მომზადებულ ხელს წაიღებს და .. „აბა აქ რა გაქვს, ნახე ყური რა ჭუჭყიანი გაქვს!“- ძახიით, ცდილობს ყურები გაგიწმინდოს და აიღს გასამრჯელ 20-30 თეთრი… ინდოეთში ერთი რამ ფაქტია – შენ ხარ თეთრი და ხარ ფულის ტომარა. ყველას უნდა რამენაირად კაპიკი გამოგცანცლოს. და თუნდაც თქვენ თავს სრუიად არ თვლიდეთ და არც იყოფ მართლა ფულის ტომარა, მათ ვალუტას, შემოსავალს და რიცხვებს რომ ჩახედავთ, დამერწმუნეთ, ფულის ტომარა ხართ!

ცხელა. ძალიან ცხელა. ნოემბრის თვეში ვიყავით და სიცხეები „ჯერ მხოლოდ იწყებოდა“.

გამაოცა არწივებმა რომლებიც უხვად დატრიალებენ ქალაქს.

ნაგვის ყუთთან ერთმანეთში მოჩხუბარი მაიმუნების ნახვამ. გემრიელი ქერქ-ლუკმა ვერ გაეყოთ.

სიბინძურე ! ნაგავი ყველგან ! ეს საშინელი ხარვეზი მთელს ინდოეთს ფონად გასდევს. ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, მაგრამ ნაგვის ყუთები ტურისტულ ზონებშიც კი არ დგას. თვითონაც არხეინად ნაგავს ყველგან და ბლომად ყრიან. საშინელებაა !

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *