Blog Image

წარმატებული ბიზნესის დამალული რეცეპტი

თანამედროვე ბიზნესი ფორმულა 1-ის რბოლას დაემსგავსა. იცით, როგორ მოიპოვოთ უპირატესობა ამ რბოლაში და მუდამ ერთი წრით წინ იყოთ კონკურენტებზე? ჩვენ ამ პოსტში მოგიყვებით წარმატებული ბიზნესის უთქმელ საიდუმლოებებს... იურიდიული კომპანია ბრძანდებით, ფინანსურ საკონსულტაციო თუ ლოგისტიკური - კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ შეცდომების დაშვებისა და დროის ფუჭად ხარჯვის უფლება აღარ გვაქვს. „ჯუნგლების წესით“ ცხოვრებისას აუცილებელია შესაბამისად შევიარაღდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი გარდაუვალია. საკმაოდ რთულია დღევანდელ დღეს გაიკაფო გზა წარმატებისკენ. მაგრამ არ შეშინდეთ! რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესოა და მით უფრო სანუკვარია მიზნის მიღწევა. ჩვენ კი მოგიყვებით იმ უთქმელი მეთოდების შესახებ, რომელთა დაცვაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს უდავო გამარჯვებამდე. მაშ ასე, დავიწყოთ: თამაშის ძირითადი წესები საერთოა. დავიწყოთ ყველაზე მთავარით - პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს. პროდუქტი არის ერთგვარი გამოსავალი პრობლემიდან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, თქვენ ვარაუდობთ, რომ პოტენციურ მომხმარებელს გააჩნია ესა თუ ის პრობლემა და სთავაზობთ მის მოგვარებას. ასე მაგალითად: თქვენ თვლით, რომ რომელიმე კომპანიას ესაჭიროება გამართული ხელშეკრულებები და ვერ ადგენს მას საკმარისი ცოდნის არ ქონის გამო. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხია, ამიტომაც პრობლემად დადგა. შესაბამისად თქვენ სთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარებას. წარმატების საიდუმლო მარტივია: ვთავაზობთ მას ვისაც ჭირდება, იმას რასაც ჭირდება მაშინ, როცა ჭირდება. გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თუ თქვენ არ ხართ ბენზინის ბიზნესში, მაშინ არ შეიძლება პრობლემა იყოს გლობალური. რაც უფრო კონკრეტულია პრობლემა, მით უფრო კონკრეტულია მისი მოგვარება (ანუ პროდუქტი) ამით მით უფრო მარტივდება იმ ხალხის იდენტიფიცირება ვისაც ეს პრობლემა გააჩნია, ან შეიძლება გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საქმიანობა დაემსგავსება ბნელ ოთახში შავი კატის დევნას. ახლა დაფიქრდით თქვენს პროდუქტზე. რა სახის პრობლემას აგვარებს ის? თუ არანაირს - მაშინ იქნებ სხვა პროდუქტი მოიფიქროთ? მას შემდეგ რაც პრობლემა იდენტიფიცირებულია და მისი მოგვარების მეთოდი ჩამოყალიბებული - უნდა მოხდეს პროუდუქტის გაანალიზება. რამდენად ეფექტურად ვახდენთ პრობლემის მოგვარებას? სხვა ვინ ზრუნავს მსგავს პრობლემაზე? რა უპირატესობები გაგვაჩნია? პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება ამ შეკითვებით საბოლოოდ აყალიბებს პროდუქტს. როგოც წესი ამ საქმიანობით დაკავებულია კომპანიის მარკეტინგის სამსახური, ან მენეჯერი, რომელსაც ეს საქმიანობა აქვს შეთავსებული ან საკონსულტაციო კომპანია. ჩამოყალიბდით პროდუქტზე? მაშინ გავნაგრძოთ - როგორ ვაცნობოთ მათ ვისაც პროლემა აქვთ მისი მოგვარების საუკეთესო გზის შესახებ - ანუ თქვენი პროდუქტის შესახებ? გაგრძელება იქნება....

კომენტერები