Blog Image

რატომ არის ციფრული მარკეტინგი აუცილებელი თქვენი ბიზნესისათვის?

ბიზნესის წარმატება არის ცოდნა იმისა თუ რა სურს მომხმარებელს. მსოფლიოს მაშტაბით წამყვანი ფირმების წარმატებისა და კონკურენტუნარიანობის მიზეზი გახლავთ ის, რომ მათ ზუსტად იციან ონლაინ ბაზარზე საზრიანი ინტერნეტ მომხმარებლების სურვილები და დამოკიდებულებები. დიახ, XXI საუკუნის დასაწყისში, სწორედ ძლიერი ინტერნეტ მარკეტინგი არის წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი.

დავიწყოთ იმით თუ რა არის ციფრული მარკეტინგი?! მოდი მარტივი ენით ვისაუბროთ. ციფრული მარკეტინგი არის საქმიანობა, დავკონკრეტდები, მარკეტინგული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ინტერნეტ სივრცეში. ეს არის პროდუქტების ან ბრენდების წარმოჩენა ელექტორნული მედიის ერთი ან მეტი ფორმითა და სხვა არხებით. ციფრული მედია არის გასართობი, ახალი ამბები, სავაჭრო და სოციალური ინტერაქციის მზარდი წყარო. ის განსხვავდება ტრადიციული მარკეტინგული არხებისაგან და იყენებს იმ მეთოდებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ მარკეტინგული კამპანიების ანალიზს და გავიგოთ რა მუშაობს დღეს და რა - არა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ინტერნეტს მოწინავე ადგილი უჭირავს საზოგადოების ცხოვრებასა და ცნობიერებაში. რატომაც არა, ის ხომ გვაძლეს იმის ფუფუნებას, რომ ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად გავაკეთოთ? ის ხომ გვაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას რაც ჩვენ გვჭირდება? თუ ეს ნამდვილად ასეა და თქვენც გვეთანხმებით, რა უნდა იყოს უკეთესი ადგილი თქვენი ბიზნესის გასაცნობად თუ არა ინტერნეტ სივრცე ? ინტერნეტი არის ერთგვარი საწვავი, მცირე, საშუალო და მზარდი საწარმოების განსავითარებლად.

რატომ ციფრული მარკეტინგი ანუ რატომ უნდა იარსებოს შენმა ბიზნესმა ონლაინ სივრცეში?

1. ამ სივრცეში ბევრად მარტივია შეარჩიო შენი ბიზნესისათვის საჭირო „სამიზნე“ აუდიტორია

2. ინტერნეტ მარკეტინგი უფრო ეფექტურია

3. არსებობს კომუნიკაცია მომხმარებელთან და სწავლობ მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს.

4. იმიტომ, რომ შენი კონკურენტები ასე იქცევიან. ასე, რომ შენც გჭირდება, მაგრამ მათზე უკეთესი სტრატეგიებით

5. სწრაფად ვითარდები და იზრდები

6. და რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დაბალ ბიუჯეტს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში, ინტერნეტის გარეშე ცხოვრების ფუფუნება აღარ გვაქვს !

კომენტერები